ოკუპირებული ტერიტორიები, გახელაძის საკითხი - უსაფრთხოების საბჭოზე განხილული საკითხები

გამოქვეყნდა:

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით,საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არებული პრობლემები, მათ შორის ტერიტორიების უკანონო მიტაცებისა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების კუთხით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი უწყებები ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობენ.

საბჭოს ფარგლებში ასევე განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი. ამის პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებაზე.

მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელებს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხზე.

საუბარი შეეხო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის დამტკიცების თემასაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი