როცა ვადა ამოიწურება, რომელიმე პარტიულ სიაში აღმოჩნდება - ზარქუას ომბუდსმენის კრიტიკა არ მოსწონს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ხელისუფლების მისამართით უფრო კრიტიკულია, ვიდრე ოპოზიციის მიმართ. ზარქუას ეჭვი აქვს, რომ ომბუდსმენის მხრიდან ეს მიზანმიმართულად კეთდება.

"რაღაც ნამეტანი მიდრეკილია, რომ ოპოზიციის მიმართულებებით მოხდეს ანგარიშში წარმოჩენა, ცალკეული დარღვევების და გამოწვევების, ხოლო მეორე მხარეს, ვინც მაგალითად, ქართული ოცნების, ან მმართველი პარტიის მხარეს დგას, ის ნიველირებულია. არის გონივრული ეჭვი, რომ ეს გამიზნულად კეთდება. გამოწვევებთან ერთად წარმატებებზეც უნდა ილაპარაკოს, ჩვენ გაგვიხარდება და ჩავთვლით, რომ ობიექტურია",-თქვა ირაკლი ზარქუამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს სახალხო დამცველს, რომ ოპოზიციის მისამართით ნაკლებად კრიტიკული იყოს, ზარქუამ კიდევ ერთი ეჭვი გამოთქვა: "როცა ვადა ამოიწურება და რომელიმე პარტიულ სიაში რომ აღმოჩნდება, მერე მოდით და პირადად თქვენ მოგცემთ ინტერვიუს".

საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, 23 ივნისს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმენენ. ლომჯარია პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს, რომელშიც კიდევ ერთხელ მოხვდა ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი, ანგარიშში ასევე საუბარი შეეხებოდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ დარღვევებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი