გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას უჩივიან

გამოქვეყნდა:

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები სამუშაო ადგილებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ და საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივიან. იმედგაცრუებული მოქალაქეები ამბობენ, რომ დასაქმების სააგენტომ ისინი მოატყუა, შეუცვალა სამუშაო პირობები და გარკვეული პერიოდი საერთოდ ანაზღაურების გარეშე დატოვა.

"არაადამიანური და დამამცირებელი" - ასე აღწერენ დასაქმებულები იმ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს, რომელშიც "ოცნების ხელისუფლებამ" ზეიმით გააცილა. 

"პირველ დამსაქმებელთან 9 ევროს ნაცვლად გვიხდიდნენ 3 ევროს ყუთზე, ხოლო მეორე დამსაქმებელთან 2,5 ევროს. კონტრაქტის პირობების არანაირი გათვალისწინება. ხელისუფლებისგან დაპირებული თანხა იყო 75 ევრო და რეალურად მაქსიმუმ 35 ევროს ვიღებდით",- ამბობს ჯაბა ჩაჩანიძე.

გერმანიაში წასული დასაქმებულების თქმით, ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან და ამაში დამნაშავე საქართველოს მთავრობაა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი