დასაქმებულებს, რომელთა შრომითი უფლებები კომპანიამ დაარღვია, სხვაგან გადაიყვანენ - გერმანიის საელჩო

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ - განცხადებას ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

"ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის". გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება", - წერს საელჩო.

შეგახსენებთ, საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მოქალაქეთა ნაწილს გაუსაძლისი პირობები დახვდა

ამ ყველაფრის ფონზე კი, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სააგენტო რომელსაც გერმანიაში დასაქმებულების უფლებები უნდა დაეცვა, მხოლოდ ერთ წელში ბიუჯეტის ფულით, 308 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ცნობისთვის, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი, საქართველოს 97 682-მა მოქალაქემ გამოთქვა, თუმცა, ქვეყანაში დასაქმებას, მხოლოდ 5 000 ადამიანი შეძლებს.  

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი