სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში - პრეზიდენტების განცხადება

გამოქვეყნდა:

უკრაინის დედაქალაქში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, იმ საერთო მიზნების მისაღწევად, რომელთა შორისაა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება.

უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ოფიციალურ თბილისს მსგავსი მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილმა და ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის ციხეებში მყოფი ქართველი და უკრაინელი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხიც განიხილეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი