ბიუჯეტის ქურდები, მკვლელები, რუსეთის აგენტები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეწყალება – პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რვა მარტის შეთანხმებაში პოლიტიკური პატიმრების შესახებ არაფერია ნათქვამი.

პარლამენტის წევრი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ "ორი კრიმინალის" ციხეში ყოფნა ქვეყნის ინტერესებს ვერ დააზიანებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 2012 წლიდან უცხოელი პოლიტიკოსების წერილები მის გუნდს არაერთხელ მიუღია. კობახიძე დარწმუნებულია, რომ "ამ ტალღასაც როგორმე გადააგორებდნენ".

ბიუჯეტის ქურდები, მკვლელები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას, - აცხადებს კობახიძე

მისი თქმით, მმართველ გუნდს პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ჰქონია და ოპოზიციური ლიდერების შეწყალების შესახებ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი