"რას აკეთებდით ამ პერიოდის განმავლობაში, რათა დასრულდეს ეს უკანონო პატიმრობა და ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი რიმა ბერაძე ომბუდსმენს ეკითხება.
მაქვს კითხვა თქვენთან - როგორ ფიქრობთ, რა არის ის ღონისძიება, რომელიც შესაძლებელია უშუალოდ თქვენ განახორციელოთ და რას აკეთებდით ამ პერიოდის განმავლობაში, რათა დასრულდეს ეს უკანონო პატიმრობა და ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს" - ამბობს ბერაძე.
პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს.