ვისთვის ამზადებს ქართული ოცნება სამშენებლო ამნისტიას - მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვას საპარლამენტო დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ დოკუმენტი რომლითაც სამშენებლო კომპანიებს სხვადასხვა დარღვევებისთვის დაკისრებულ მილიონობით ლარის ჯარიმას პატიობენ, სწორედ ხელისუფლებასთან დაახლოებულ მშენებლებზეა მორგებული.