უნდა შესულიყო თუ არა ნიკა მელია პარლამენტში? - გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში უნდა შესულიყო, 38%-ის აზრით კი არა.
ამის შესახებ IPSOS-ის კვლევის შედეგებშია საუბარი.
კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.