
გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. გასაგებია რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს მას ვერ შეიწყალებდა იმიტომ, რომ ის მსჯავრდებული არ არის, მაგრამ არსებობს მექანიზმი ბრალდებულის გათქვისუფლების - განცხადება ამის შესახებ გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ გააკეთა.
უგულავა ამბობს, რომ რურუას გათავისუფლების გარეშე, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება და იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის გათავისუფლების მექანიზმი არ იქნება გამოყენებული, უგულავა იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოსცემს შეწყალების აქტს.
სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების აქტს ხელი რამდენიმე საათის წინ მოაწერა.