სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ 10 პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო. გზავნილი მკაფიოა -თუ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები არ გატარდება, საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.
სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსგან შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებას მოელის.
სტრატეგიული პარტნიორები ელიან, რომ გატარებული რეფორმების შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება და სასამართლო სისტემა პარტიული და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული აღარ იქნება, თუმცა მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემა უკვე რეფორმირებულია და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება უნდა გაგრძელდეს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორები ქართული ოცნების მორიგ პოლიტიკურ ტრიუკს კარგად ხვდებიან და იაზრებენ, რომ მმართველი პარტია ტრადიციულად შეთანხმების ჩაშლას ცდილობს.
სენატის რეზოლუციაში ცალკე პუნქტი ეთმობა მოწოდებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. პარტნიორები ელიან, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია 19 აპრილის შეთანხმებას შეუერთდება.