ვარჯიშობდა... სწრაფი სირბილით ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში... ესაა ერთადერთი გადაკვეთა - გახარიას პარტიის წევრი მელიაზე

გამოქვეყნდა:

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ერთმანეთს შეხვდნენ, გახარიას პარტიის წევრი, ლევან დოლიძე ეხმაურება. ამბობს, რომ სასტუმროში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად არ ყოფილან და აშშ-ში მხოლოდ ნიკა მელია დაინახეს, ისიც იმ დროს, როცა ენმ-ს თავმჯდომარე ვარჯიშობდა. 

არცერთი დღე ჩვენ და მიხეილ სააკაშვილი ერთად ამ სასტუმროში არ ვყოფილვართ. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებიდან ჩამოვფრინდით. მოგეხსენებათ, გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე აქ ბრიუსელიდან ჩამოფრინდნენ, მე იმავე დღეს, საღამოს - თბილისიდან. ჩვენ სასტუმრო Mayflower-ში ნამდვილად შევხვდით ერთმანეთს, მხეველობაში მაქვს, კახა ქემოკლიძე, გიორგი გახარია და მე. მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, სადაც თვალით არ გვინახავს არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნიკა მელია... ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მინდა, ერთი რამ გითხრათ. როდესაც ერთ შეხვედრაზე მივდიოდი, მანქანაში ვიჯექი და დავინახე, რომ ნიკა მელიამ სწრაფი სირბილით ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში. როგორც შემდეგ მომივიდა ინფორმაცია "ფეისბუქზე", ის ვარჯიშობდა. ეს არის ერთადერთი გადაკვეთა, თუ ამას შეიძლება ეწოდოს გადაკვეთა, - ამბობს ლევან დოლიძე.

"გახარიას ველოდები" - თავად ნიკა მელია კი გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ზე ასე გამოეხმაურა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი