
ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
მოვლენების მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციის ორი ლიდერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, - წერს ანდრიუს კუბილიუსი.
ანდრიუს კუბილიუსი ერთ-ერთია საქართველოს იმ საერთაშორისო პარტნიორებიდან, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა და მან განცხადებებში ტერმინი პოლიტპატიმარიც გამოიყენა. კუბილიუსმა გუშინ, "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ივანიშვილს მოუწოდა, რომ იანუკოვიჩის გზას არ დადგომოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.