რეზოლუცია ადასტურებს აშშ-ის ინტერესს, რომ ყველა პარტია დაიცავს შეთანხმებას - შაჰინი და ჯონსონი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნავენ, რომ კომიტეტის რეზოლუცია, კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ინტერესს, რომ ყველა პარტიამ შეთანხმება დაიცვას.

სენატორები ხელმომწერ მხარეებს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ამასთან იმ პარტიებს, რომლებსაც შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ, ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.

"სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაგზავნა ძლიერი, ორპარტიული გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორის გვერდით და მხარს ვუჭერთ მის მნიშვნელოვან ძალისხმევას, შექმნას უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებული მთავრობა და განახორციელოს მისი ტრანსატლანტიკური მიზნები.

კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია ადასტურებს, შეერთებული შტატების ინტერესს, რომ ყველა პარტია დაიცავს 19 აპრილის შეთანხმებასა და მის სულისკვეთებას, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და სხვა ყველა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას და ყველა პარტიამ კეთილსინდისიერად იმუშაოს, რათა განავითარონ და სრულად განახორციელონ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რაც საჭიროა მათი დემოკრატიის განმტკიცებისთვის.

ქართული დემოკრატიის სტაბილურობას ფართო გავლენა აქვს აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ეს მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რუსეთი საკუთარი მავნე გავლენების გავრცელებაზე მუშაობს",- ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს თაობაზე ახალი რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, 19 აპრილის შეთანბხმების სრულ იმპლემენტაციაზე იმუშაონ. სენატი ასევე მოუწოდებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი