ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია - ის თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

"მთავარია არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა ერის დამფუძნებელი, ლევან ვასაძე მძიმე მდგომაროებაშია.  ბიზნესმენი ამ დროისთვის თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობს. ის გუშინ სასწრაფო ჩარტერით  გადააფრინეს. სავარაუდოდ, ის მოწამლულია თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია. ვასაძე ექიმების დასკვნას ამ დრომდე ელოდება.

მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი გუშინ, 23 ივნისს თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის საქართველოდან თურქეთში უნდა გადაფრენილიყო.

ვასაძის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ ის მოწამლეს.​

"მოწამლული რომ იყო ეგ ვიცი და რომ აპირებდა ქვეყნიდან წასვლას რამდენიმე დღით გამოკვლევებზე. უნდა გაერკვნენ ექიმები",- თქვა კოკა მორგოშიამ.

ლევან ვასაძე 2 დღის წინ ქობულეთში იმყოფებოდა, სადაც მხარდამჭერებთან პარტიულ შეხვედრას მართავდა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი