წინასაარჩევნო გადაწყვეტილება არაა, არჩევნებამდე დიდი დროა - ტიკარაძე ჯარიმების ამნისტიაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჯარიმების ამნისტია წინასაარჩევნო გადაწყვეტილება არ არის.

ტიკარაძის თქმით, არჩევნებამდე დიდი დროა. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება შეღავათებისა და კეთილგანწყობისთვის არის მიღებული, რომელიც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის.

"ეს განცხადება, რა თქმა უნდა, გუნდური გადაწყვეტილებით მიიღება, შესაბამისად საბჭოზე განხილული იყო ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა და საბჭომ ერთობლივად ჩათვალა რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ ეტაპისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც კერძო სექტორისთვის, გარკვეულ შეღავათებთან ერთად მომხდარიყო სანქციების ამნისტია.

არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი შეღავათისთვის და კეთილგანწყობისთვის მიღებული  გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის",-თქვა ტიკარაძემ.

იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმები დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ. შესაბამისი განცხადება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 ივნიის გააკეთა და კანონპროექტის ინიცირება დააანონსა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი