სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა, თავს ნორმალურად გრძნობს - "ერი" ვასაძეზე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მოძრაობა "ერი" ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლევან ვასაძე გამოკვლევების ჩასატარებლად თურქეთში სტამბულის კლინიკაში გაემგზავრა, მათივე ინფორმაციით ვასაძე თავს ნორმალურად გრძნობს.

"მედიაში ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერპრეტაციები ვრცელდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“-ს ლიდერების კომენტარები კი, ხშირ შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყენება.

„ერი“ ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბულის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს.

მადლობას ვუხდით საზოგადოებას თანადგომისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ვასაძის თანაგუნდელების თქმით, ვასაძე სავარაუდოდ, მოწამლულია. ასევე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ ის ვინმემ მოწამლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი