მოწამლეს თუ მოიწამლა? - ვასაძე აჯიბადემის კლინიკაშია

გამოქვეყნდა:

ლევან ვასაძე  უკვე მეორე დღეა სტამბულში იმყოფება და აჯიბადემის კლინიკაში ცდილობს დაადგინოს რა გახდა მისი მოწამვლის მიზეზი.

"მთავარი არხის" ინფორმაციით ის გუშინ თბილისის ერთ- ერთ კლინიკაში ძლიერი შეშუპებით მიიყვანეს, თუმცა რამ გამოიწვია მისი ინტოქსიკაცია ამის გარკვევა საქართველოში ვერ მოხერხდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ვასაძე ჩარტერული რეისით თურქეთში გადააფრინეს. მოწამლეს თუ არა ლევან ვასაძე, მის თანაგუნდელები ექიმების დასკვნას ხვალ ელოდებიან. 

როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ბოლო პერიოდში ის საერთო სისუსტეს უჩიოდა და თურქეთში სამედიცინო გამოკვლევაზე წავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი