პოლიციელს, რომელსაც გორში მოქალაქემ სცემა ბლაგვი საგნით ცხვირზე დაზიანებები აქვს მიყენებული. ამის შესახებ კომენტარი ცოტა ხნის წინ კლინიკა გორმედში ექიმმა გააკეთა. მისი თქმით, სამართალდამცველს ნაკერები დაადეს და სახლში გაუშვეს.
თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
შემთხვევა სტალინის გამზირზე მოხდა. შემთხვევის გამო ქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტილ იყო. შსს-მ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.