ლეიბორისტულ პარტიას საარჩევნო კომისიის წევრებს ართმევენ - ნათელაშვილის მიმართვა ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

დაფინანსების შემდეგ ლეიბორისტულ პარტიას საარჩევნო კომისიის წევრებს ართმევენ - ამის შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, პარლამენტში მყოფი ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიაზე რეპრესიების თანამონაწილეა:

გრძელდება ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის პროცესი. ამ წუთებში პარლამენტი იხილავს ლეიბორისტული პარტიისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა წართმევის პროცესს და მათ აძლევენ პარტიას, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არც მიუღია. ამგვარი აღვირახსნილი რეპრესია-დევნა პოლიტიკური პარტიის მიმართ ყველაზე სისხლიან დიქტატორებსაც არ ახსოვთ. ამ ფონზე, მთლად სირცხვილი ხდება ოპოზიციის პარლამენტში ჯდომა, რომლებიც ამ პროცესის თანამონაწილენი გამოდიან, როცა უყურებ როგორ კრძალავენ შენს კოლეგას, როგორ ართმევენ ძირითად პარტიულ უფლებებს, ხმას არ იღებ, ან წამოიკნავლებ ყოველი შემთხვევისთვის. ამიტომ, ვინც ოპოზიცია ვართ და გადაწყვეტილი გვაქვს ხალხს ვემსახუროთ, დატოვეთ ეს ბინძური შენობა. სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის წახალისებული იყო ღალატი და პატრიოტიზმი და ხალხის ერთგულება _ ყოველთვის დასჯადი" განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა 

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი