მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - ელჩების ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ავრცელებენ.

მათი მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რვა მარტის შეთანხმების შესრულებაში მნიშვნელოვანი ნაწილია. დიპლომატები მხარეებს ახლა ამ შეთანხმების სრულად შესრულებისკენ - საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებენ.

მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხრაეს, სრულად განახორციელონ შეტანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულობ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მირებაში, შემოდგომაზე თავისუდალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით რვა მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების აქტი 15 მაისს გამოსცა. ოპოზიციის ლიდერებმა საპყრობილე შეწყალებიდან რამდენიმე საათში დატოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი