კონფლიქტი არ ყოფილა, ერთმანეთს არ იცნობდნენ - გორში პოლიციელზე თავდასხმის დეტალები

გამოქვეყნდა:

გორში პოლიციელზე თავდასხმის გამო 20 წლის საბა ყანჩაველი დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება. ნაცემი სამართალდამცავი კი ვახტანგ მღებრიშვილია. 

ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გუშინ განვითარებული მოვლენები დეტალურად არ ახსოვს, მის ჯანმრთელობის პრობელემბი აქვს, რასაც ადვოკატი არ აკონკრეტებს.

"გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა პოლიციელზე თავდასხმის მუხლის საქმეში არ ფიგურირებს არავითარი ბლაგვი საგანი. თავდასხმა მოხდა წამიერად, რომელსაც არ უძღოდა არავითარი სახის კონფლიქტი, არანაირი კომუნიკაცია პატრულის თანამშრომელთან. [...] მათ ნაცნობობაც არ ჰქონიათ, არავითარი კომუნიკაცია არ მომხდარა ამ ორ ადამიანს შორის",- ამბობს ადვოკატი.

მისივე განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, თუმცა დაკავებულის რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი