40%-იან ბარიერს ყველა ოპოზიციური პარტია ითხოვდა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესება ოპოზიციის მოთხოვნა იყო და მას მმართველი გუნდი ეწინააღმდეგებოდა.

"40%-იან ბარიერს ყველა ოპოზიციური პარტია ითხოვდა. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, აღნიშნული ბარიერის შემოღებას მაინც დავეთანხმეთ. ეს იყო ოპოზიციის მხრიდან არაერთგზის გაჟღერებული თხოვნა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი ამ ბარიერს ვერ გადალახვას, ინიშნება მეორე ტური. 

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ ბარიერის დაწესებას საკუთარი რეიტინგის ვარდნისა და გახარიას რეიტინგის მატების გამო აპირებს. 

40%-იან ბარიერს მხარს უჭერს "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი" (ხვიჩია-მეგრელიშვილი).

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში - აღნიშნული ჩანაწერი დაემატა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი