"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პრემიერის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთადერთი პოზიტივია - "ვეფხისტყაოსნის" ინდურად თარგმნა:
"საქართველოში არის კატასტროფული შიმშილი და საქართველოს აქვს უზარმაზარი ვალები. ყველა მოქალაქეს აქვს კაბალური ვალები, სახელმწიფოს აქვს ვალები. შესაბამისად, მექნება სწორედ ამაზე საუბარი. ერთადერთი პოზიტივი, რომელიც წავიკითხე მის ანგარიშში, ინდურად გადაუთარგმნიათ "ვეფხისტყაოსანი", შეგიძლიათ სახელი და გვარი ამოიკითხოთ იმ პატიოსანი ადამიანის. ნამდვილად საშვილიშვილო საქმეა ეს და პოზიტივია პრემიერის ანგარიშში დანარჩენი ყველაფერი არის კატარსტროფა", - ამბობს ვაშაძე.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. პრემიერი პარლამენტში 2 საათზე მივა.