
ქუთაისში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი სოფო კვარაცხელიას საქმეზე კლინიკა "ბომონდი" განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებენ დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან.
"გვესმის, რომ საქმეზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და სოციალურ სივრცეში ამავე საზოგადოების მხრიდან მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. „კლინიკა ბომონდი“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე სამედიცინო დაწესებულება. კლინიკა პატივს სცემს თითოეული მისი პაციენტის ინტერესებს, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას და სწორედ აღნიშნული მიზეზით, მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, თავს იკავებს საქმესთან დაკავშირებით დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებისგან. ამავდროულად, გვსურს მოვუწოდოთ საზოგადოებას, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და გამოძიების შედეგებს", - აცხადებენ კლინიკაში.
გარდაცვლილის ოჯახი კი ექიმების ბრალელულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქალს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია.