მზად ხართ, მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ ღირსების მარშს? - კორძაია ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამეტის სხდომაზე, სადაც პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ, ირაკლი ღარიბაშვილს, ჰკითხა, მზად არის თუ არა "ღირსების მარშზე" მივიდეს და პრაიდის მონაწილეებს მხარი დაჭუროს:

"5 ივლისის აქცია ახსენეს აქ და პერსონალურად თქვენ თუ გრძნობთ, როგორც პრემიერმინისტრი იმას, რომ თქვენი პერსონალური მისვლა "თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშზე" უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას ჭეშმარიტად და თუ ხართ მზად, რომ მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ", - იკითხა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი