ვაშაძე ღარიბაშვილს სადილზე ელოდება - ფოტო პარლამენტიდან

გამოქვეყნდა:

პრემიერ ღარიბაშვილისთვის მოვიტანეთ უფასო სასადილოს საჭმელი.
ველოდები სადილზე, რომ გავასინჯო, რისი ჭამა უწევთ ყოველდღიურად მშიერ ადამიანებს!
- წერს ფეისბუქზე გიორგი ვაშაძე და ფოტოს აქვეყნებს.

"სტარტეგია აღმაშენებლის" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ პარლამენტში უფასო სასადილოდან ერთი ბენეფიციარისთვის განკუთვნილი საკვების ულუფა მიიტანა და მედიის საშუალებით მიმართა პრემიერს და ელისო ბოლქვაძეს, რომელიც ქვეყანაში, სიღარიბეზე გაკეთებული განცხადებებით გამოირჩევა.

არც პრემიერი და არც ბოლქვაძე ჯერჯერობით მათთვის განკუთვნილ სადილზე არ გამოჩენილან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი