"ოპონენტები დადიოდნენ აქტიურად და ითხოვდნენ, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია და უვიზო რეჟიმი. ეს არის სიმართლე პირდაპირ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მავნებლობა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა, მითუმეტეს პარლამენტარმა და მითუმეტეს პოლიტიკოსმა. გვარები, დავით ბაქრაძე, თქვენი გუნდის წევრი იყო, კანდელაკი [გიორგი] იყო, თქვენ გამოდიხართ ახლა და ამბობთ, რომ ქვეყანა არ არის მზად რომ გახდეს ნატო-ს წევრი. ამაზე მეტი პრორუსული განცხადება მითხარით მაშინ რომელია..."
- ასე მიმართა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლმენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომელთა მხრიდანაც მის ამ განცხადებას ხმაური და რეპლიკები მოჰყვა, რომ ეს "ტყუილია".