"ბატონო ლევან, თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან", - ასე მიმართა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს.
"2013-2014 წლებში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა, არ ვიცი. კარგი ბიჭი იყავით მაშინ, კაცო"... - თქვა ღარიბაშვილმა.
"სად მნახეთ მაშინ" - ჰკითხა ხაბეიშვილმა ღარიბაშვილს, რაზეც პრემიერმა ასე უპასუხა: "თქვენ მიხვდებით სად გნახეთ"...