სოხუმის და ცხინვალის ციხეებიდან ჯამში 14 ადამიანი გავათავისუფლეთ... მე ეს გაავკეთე - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"2015 წლის ბოლოს, მოლაპარაკება ვაწარმოე დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და სოხუმის და ცხინვალის ციხეებიდან ჯამში 14 ადამიანი გავათავისუფლეთ..." - ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში საუბრობს. 

ის ოპოზიციას მიმართავს და ამბობს, რომ "კითხვა რომ გაქვთ მე რა გავაკეთე - მე ეს გავაკეთე".

რას შვრებით ჩვენს მოქალაქეზეო... მათ მინდა შევახსენო. ომის დროს ჩატოვებული რამდენიმე დაზვერვის ოფიცერი, რუსეთში ჩატოვეს უმძიმეს პირობებში. ციმბირის ციხეებში იყვნენ ისინი გადასახლებული, - მიმართავს ღარიბაშვილი ოპოზიციას. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე, ირაკლი ბებუა და "სხვა ტყვეები" გათავისუფლდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი