"გაღიზიანდა, მობრუნდა და გვეძახის, რომ რომელ კითხვასაც უნდა გასცემს პასუხს და რომელსაც არა, არა" - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლას.
ამბობს, რომ საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი:
"ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააგდო თანამდებობიდან, გვახსოვს ალბათ, ჯანყარაშვილის გამო... ხვედელიძე, ჯანყარაშვილი, ფარცხალაძე, პატარა კლანი იყო რაღაც, უფრო სწორად, დიდი კლანი... მერე მობრუნდა და გადაწყვიტა, რომ რაღაც კომპეტენცია შეიძლება ჰქონდეს"... - ამბობს ხატია დეკანოიძე.