"ზოგი ნასვამი იყო, ზოგი ფხიზელი" - გომელაური ურეკის ინციდენტზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ურეკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ გუშინ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მოხდა, როდესაც ნასვამმა მოქალაქემ მეხანძრე-მაშველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ქალბატონო ანა, რაც ახსენეთ თქვენ, რომ ხანძარი მოხდა, ეს მოხდა გუშინ ურეკში, ზუსტად 12 წუთში ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო მანქანა, და არა ის, რომ მივიდნენ და წყალი არ ჰქონდათ. უკვე ჩამქრალი იყო ხანძარი, მივიდა ნასვამი მოქალაქე, აყენებდა შეურაცხყოფას მეხანძრე-მაშველებს და მოხდა მისი დაკავება. გადაიყვანეს განყოფილებაში, მას შემდეგ მივიდნენ მისი მეზობლები, ზოგი ნასვამი იყო, ზოგი ფხიზელი, პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. არა ის, რომ ხანძარზე მივიდნენ და წყალი არ ჰქონდათ, ეს არის ფაქტი," -თქვა ვახტანგ გომელაურმა.

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 13 პირის აღკვეთ ღონისძიებაზე ოზურგეთის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებს ბრალი ედებათ პოლიციელის კანონიერი  მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და სამართალდამცველების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეყრაცხყოფაში. ბრალი 4- დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დღის წინ ურეკში მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფი კურორტზე ხანძრის დროს სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვდა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ კი კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა და ახალგაზრდები ძალოვანებს  ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი