
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურეკში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო 13 პირი დააკავეს. შემთხვევა 24 ივნისს მას შემდეგ მოხდა, რაც ურეკში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პოლიციამ შ.ლ. დააკავეს
" ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე -173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაბა ურეკში 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან დაკავებულის ნაცნობები შეიკრიბნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - წერია უწყების განცხადებაში.
პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.