"მთავარის" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი საზღვრის გადმოკვეთას ვახტანგ წულუკიძის სახელით ცდილობდა

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას ვახტანგ წულუკიძის სახელითა და გვარით ცდილობდა. წყაროს ცნობით, ამავე გვარით გააფორმეს ის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც. ცოტა ხნის წინ იზოლატორში ყიფიანის ადვოკატები შევიდნენ. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

ყიფიანი უკრაინიდან გუშინ გამოადეპორტეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. საუბარია ტყუპების, ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი