ვატო ყიფიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

ვატო ყიფიანს სულ ცოტა ხანში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ ღამით აეროპორტიდანვე გადაიყვანეს. უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულ ყიფიანს წინასწარი ინფორმაციით განზრახ მკველელობის მომზადებას ედავებიან. საუბარია ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე.

ვატო ყიფიანი წლებია უკრაინაში ცხოვრობს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ქვეყნიდან დეპორტაციის პროცედურით გააძევეს.

კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ მიღებული კანონის შემდეგ, ის იმ სანქცირებულთა სიაში მოხვდა, რომლის ფიგურანტებზეც უკრაინაში დევნა დაიწყო.  

ბრალის წაყენების შემდეგ, სავარაუდოდ დღესვე გაიმართება სასამართლო, სადაც ყიფიანის აღკვეთზე იმსჯელებენ.

ამავე თემაზე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი