იყარე კენჭი რომელ მუნიციპალიტეტშიც გინდა - "გირჩი-მეტი თავისუფლების" შეთავაზება

გამოქვეყნდა:

თუ ბოლომდე არ ჩაგიქნევია ხელი და გინდა რამე შეცვალოთ ამ ქვეყანაში, შეგიძლია სცადო საკუთარი თავი პოლიტიკაში და გახდე რომელიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრი ან მერი/გამგებელი - პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლება" მსურველებს თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას სთავაზობს.

ზურა ჯაფარიძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ კანდიდატებს პარტია დაეხმარება ყველაფრით, რაც საარჩევნო კამპანიის საწარმოებლადაა საჭირო:

"შენ შეგიძლია:

  • ა) თავად სცადო და იყაროთ კენჭი რომელ მუნიციპალიტეტშიც გინდა
  • ბ) დაარწმუნო მეგობარი, მეზობელი, ახლობელი, ნაცნობი რომ მან იყაროს კენჭი რომელ მუნიციპალიტეტშიც უნდა
  • გ) დააორგანიზო შენი ან შენს მიერ შერჩეული კანდიდატის მხარდამჭერები, გაიმარჯვო პარტიულ პრაიმერისში (თუ კონკურენტი გამოგიჩნდათ) და ისე მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში
  • დ) გახდეთ რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სცადოთ გავლენა იქონიო რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე
  • ე) სცადო საკუთარი თავი პოლიტიკაში და შეცვალო ის პოლიტიკური გარემო, რომელზეც შენ და შენს გარშემო მყოფებს გული გერევათ

ჩვენ დაგეხმარებით:

  • ა) საარჩევნო პროგრამით
  • ბ) ტრეინინგით
  • გ) პარტიული ინფრასტრუქტურით (ფბ გვერდი, ფბ ჯგუფები, პორტალი)
  • დ) ადგილზე ჩამოსვლით და ამომრჩევლებთან კომუნიკაციით
  • ე) საარჩევნო ადმინისტრაციასთან სამართლებრივი საკითხების მოგვარებით
  • ვ) მედიაში გაშუქებით (როგორც შევძლებთ)",-

არცერთი მუნიციპალიტეტისთვის არ გვაქვს წინასწარ შედგენილი პარტიული სია, არავინ იცის წინასწარ ამ სიაში ვინ იქნება და ვინ რომელ ადგილზე იქნება",- წერია პარტიის განცახდებაში

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი