ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
ოძისის რაიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო, ისაუბრა „ბორდერიზაციის“ პროცესზე, მავთულხლართებისა და სათვალთვალო პუნქტების განთავსებაზე.
სამი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირი საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა.