მოსამართლეები საგანგებო შეკრებისთვის ემზადებიან. "მთავარის" ინფორმაციით, ხვალისთვის დაგეგმილი სხდომის ორგანიზატორი მიხეილ ჩინჩალაძეა, შეკრებაზე კი მოსამართლეებმა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხო პოზიცია უნდა შეიმუშავონ.

ბოლო დღეებია აშშ-ს და ევროკავშირის ელჩები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვენ და ამბობენ რომ დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო პარტნიორები მიიჩნევენ რომ მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებამდე მოსამართლეთა დანიშვნები არ უნდა გაგრძელდეს.

იუსტიცის უმაღლეს საბჭოში ამბობენ, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

არასამთავრობო სექტორში კი ამბობენ, რომ მოსამართლეთა კლანი ჩქარობს საკუთარი პოზიციების გამყარებას და მათი მოკავშირე მოსამართლეების დანიშვნას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი