"ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და იფიქროს არსებულ ვითარებაზე იქამდე, სანამ მომავალ ნაბიჯებს გადადგამს და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ საუბრისას გააკეთა.
როგორც კარლ ჰარცელი ამბობს, აუცილებელია, რომ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება შესრულდეს.
შეთანხმებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის მიუხედავად კი ქართული ოცნება პოზიციებს არ თმობს და ძირეული რეფორმის ნაცვლად, მორჩილი მოსამართლეების დანიშვნას ჩქარობს.
9 მოსამართლის სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს მომდევნო კვირას გადაუგზავნის.