
ოლიგარქი იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან პოლიტიკური პატიმრები, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებას.
ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით ქვეყანამ გამარჯვებას მიაღწია.
მსურს მივულოცო ქვეყანას მოპოვებული, მიღწეული გამარჯვება და გაცნობოთ, რომ ყველაზე მთავარი გამარჯვება, ყველას ერთად გველოდება წინ. ისტორიის ჩარხი უკვე არის წაღმა დატრიალებული და ამას ვეღარავინ ვერასდროს ვეღარ დაატრიალებს, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა, თუ ოპოზიცია ერთიანობას არ შეინარჩუნებდა და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მოქალაქეებს მხარს არ დაუჭერდნენ. მისივე შეფასებით, "ქართული ოცნება" საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა, რის გამოც, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღარ და ვეღარც იქნება მარტო ვერცერთ გადადგმნულ ნაბიჯში, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, როგორც არასდროს დგას გვერდით და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას და ამას სჭირდება განვითარება, - ამბობს ნიკა მელია.
ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქვეყნის მიმართ ნდობა, პრაქტიკულად, გაანულა.
ნიკა მელია ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს და გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ურჩევს.
ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მათ ზურგს ძალიან ადვილად შეაქცევს.