შეხვდა თუ არა ნიკა მელია გახარიას ვაშინგტონში | ენმ-ს თავმჯდომარის განმატება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილსა და ექსპრემიერ გახარიას შორის ვაშინგტონში "კონსპირაციული შეხვედრა" შედგა.

როგორც მელია ამბობს, ეს ინფორმაცია "ქართული ოცნების" მორალურად დაცემის მაგალითების კორიანტელი". 

ათასი სპეკულაცია მესმის, დაახლოებით ოთხი დღის დაწყებული გვქონდა შეხვედრები მე, ნონა მამულაშვილსა და თიკა ბოკუჩავას, მიხეილ სააკაშვილი ჯერ არც კი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც გავიგე, რომ სასტუმროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით შემოსახლებულა ბატონი გახარია. ისე რომ მას არ ჰქონდა ეს ინფორმაცია. იმ სართულზე დაიდო ბინა, რომელზეც მე ვიყავი, მეხუთეზე. მალევე გაიგო, რომ ჩვენ იქ ვიყავით და მეორე დღეს, დილით ადრე გავიდა სასტუმროდან და გადავიდა სხვაგან", - ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, გიორგი გახარია არ უნახავს და არც რაიმე გადაკვეთა მასთან არ ჰქონია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი