იქნება თუ არა ნიკა მელია მერობის კანდიდატი | კონსულტაციები 10 დღეში დასრულდება

გამოქვეყნდა:

"3 თვეში არის უკვე არჩევნები, მაქსიმუმ 10 დღეში კონსულტაციების ეტაპი ბოლომდე მივა" - ამის შესახებ 
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" საუბრობს. წამყვანის შეკითხვაზე, რა როლით იქნება ის წარმოდგენილი 2021 წლის არჩევნებზე, 
მელია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას კონსესუსით მიიღებენ.

3 თვეში არის უკვე არჩევნები, მაქსიმუმ 10 დღეში კონსულტაციების ეტაპი ბოლომდე მივა. კონსულტაციები პარტიას შიგნით, პარტიებს შორის. როგორც გადაწყდება ისე გადაწყდება. უმნიშნელოვანესია მიზანი და ეს მიზანია, რომ დათქმული 43% ვერ აიღოს "ქართულმა ოცნებამ", - თქვა ნიკა მელიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი