"უცნობის" ნაცნობი სქემა | გია გაჩეჩილაძემ აქციისთვის ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, მილიონზე მეტი მიიღო

გამოქვეყნდა:

დაფინანსდა თუ არა "უცნობის" აქცია პირდაპირ ბიუჯეტიდან - 9 აპრილს გამართული აქციის უკან რომ საკმაოდ დიდი რესურსი იდგა, არავისთვისაა საიდუმლო. რეგიონებიდან მოქალაქეების ორგანიზებული ჩამოყვანა, კონკრეტული აქტივისტების წახალისება და ა.შ. მაგრამ, ამ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, კომპანიამ, რომლის უკანაც "უცნობის" ძმის - ლევან გაჩეჩილაძის ინტერსია, ამერიკაში საკუთარი ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის ღვინის სააგენტოდან 1 200 000 ლარი მიიღო.

მართალია "გლობალ ბრენდს" ფული საკუთარ ანგარიშზე არ მიუღია, მაგრამ ფული ექსკლუზიურად მისი ნაწარმის პრომოუშენისთვის დაიხარჯება, შუამავალი კომპანიის გავლით. "გლობალ ბრენდის" შექმნა სწორედ ლევან გაჩეჩილაძის იდეა იყო და ის საპარტნიორო ფონდიდან პირდაპირი გზით 7 000 000 ლარზე მეტით დაფინანსდა. მაგრამ, იმის გამო რომ სქემა გაშიფრული იყო - ბოლო 2 წელი ამ ორგანიზაციის საბიუჯეტო დაფინანსება დაპაუზდა. ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფა კი სწორედ "უცნობის" აქციის პარალელურად აღდგა, ოღონდ შემოვლითი გზებით.

ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტი - "ვინ დააფინანსა "უცნობის" აქცია"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი