სად გაქრა "შერატონის" შესაძენად გადახდილი 20 მლნ დოლარი | ირანელი ბიზნესმენის საქმის სკანდალური გაგრძელება

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ხმაურიანი ბრალდება ხელისუფლების უმაღლესი პირების მიმართ - კვალი, რომელიც ისევ პრემიერ ღარიბაშვილთან და "ქართულ ოცნებასთან" მიდის. საქმე ეხება ფულის გათეთრებისთვის ძებნილ ირანელ ბიზნესმენს. მაგრამ ამ საქმეს ძალიან ბევრი წახნაგი აქვს, და ყველა მათგანი ერთნაირად ჩახლართულია.

წლების წინ, ირანულმა ჯგუფმა სასტუმრო "შერტონის" შესაძენად არაბულ კომპანიას, "ბეს" სახით თანხის ნაწილი, 20 მილიონი დოლარი გადაუხადა. რაღაც ეტაპზე არაბულმა ჰოლდინგმა გაყიდვა გადაიფიქრა, მაგრამ 20 მილიონი აღარავის დაუბრუნებია. ფული გაქრა. ძებნილი ბიზნესმენი ხელს სწორედ ხელისუფლებას ადებს.

გადავამოწმეთ ფაქტები, სხვადასხვა წყაროებიდან მოვიპოვეთ შეიხისთვის გაგზავნილი კონფიდენციალური ანგარიშები და აღმოვაჩინეთ უამრავი მტკიცებულება, რომ ბიზნესს საქართველოში ვერავინ აკეთებს ივანიშვილის კურთხევისა და ხელისუფლების ჩარევის გარეშე - არაბი შეიხებიც კი.

თუმცა ამ მიმოწერაში კიდევ უფრო შოკის მომგვრელი ფაქტებიცაა - ხელისუფლება ლობისტებად იგივე ხალხს ქირაობდა, ვინც პარალელურად მთავრობის გაშავებით იყო დაკავებული. ლობისტებსა და მთავრობას შორის საიდუმლო მიმოწერა კი გარეშე პირებთან ხვდებოდა, ხან შეცდომით, ხან წინასწარ განზრახვით.

დეა მამისეიშვილის სიუჟეტი - "სად გაქრა 20 მილიონი დოლარი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი