7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის კაცს პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო - მოსამართლემ პატიმრობასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა.

დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვდა. ადვოკატი მომხდარის დეტალებზე დაკავებულის მოთხოვნის გამო არ საუბრობს.

65 წლის კაცი გუშინ, 25 ივნისს დააკავეს. მას არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად. გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი