სტანდარტებზე ნუ გველაპარაკება პარტია, რომელიც სტრასბურგმა 53 საქმეზე გაასამართლა - იონათამიშვილი

გამოქვეყნდა:

"ევროპულ სტანდარტებზე ნუ გველაპარაკება ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხმაურება, რომელთა საქმეებიც რვა მარტის შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა. იონათამიშვილი ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებთ.

მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილიც და მიიღონ მონაწილეობა და შეასრულონ თავისი ნაკისრი ვალდებულებები, თორემ ამ ცვლილებებს არ ემუქრება საფრთხე, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერი ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ შეიწყალა. მათი გათავისუფლება კი რვა მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი მუშაობის განახლების შემდეგ გააგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი