ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამშრომელთან დაკავშირებული სკანდალური ინციდენტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მეთ ჰენკოკმა თავად გაავრცელა და მომხდარის გამო საზოგადოებასა და ოჯახს ბოდიში საჯაროდ მოუხდა.
საქმე ეხება the sun-ის მიერ გავრცელებულ ფოტო-სურათს, რომელშიც მეთ ჰენკოკის თანამშრომელს, ჯინა კოლადანჯელოს კოცნის. ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე მათგანი ქორწინებაშია.
ჰენკოკს „სოციალური დისტანციის ზომების“ დარღვევაში ადანაშაულებენ. მიღებული გადაწყვეტილების გამო ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მეთ ჰენკოკს მადლობა გადაუხდა და წარმატებები უსურვა.