ჩვენ შორის არსებობს პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა - იონათამიშვილი პრეზიდენტზე

გამოქვეყნდა:

პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს "ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი კრიტიკულად აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ პრეზიდენტს და მმართველ გუნდს შორის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობაა.

იონათამიშვილისთვის უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალება მიუღებელია და ამბობს, რომ მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა ეგოთ.

ვფიქრობ, სამართლიანობის დაცვა მოითხოვს იმას, რომ განურჩევლად ჩვენი სოციალური და პოლიტიკური სტატუსისა, ვინც იდენს დანაშაულს, მან პროპორციულად და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულის ჩადენის გამო, - ამბობს იონათამიშვილი.

რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი საარჩევნო მოდელის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" არჩევნებს მოიგებს და ოპოზიცია დამარცხდება.

რაც შეეხება, ოპოზიციის ამ ნაწილს, ვფიქრობ, რომ არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც ფორმულა ბუნებაში ისეთი, რომლის პირობებშიც მათ რაიმე წარმატების მიღწევის რესურსი ჰქონდეს არჩევნებში და იმასაც აღვნიშნავ, რომ საბოლოოდ საზოგადოება არჩევნების გზით აკანონებს სამართლიანობას და დარმწუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა დაუსვამს წერტილს ამ დისკუსიებს, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა გუშინ შეიწყალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი