"ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერის, აკაკი ბობოხიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული სიის სასარგებლოდ მაჟორიტარების შემცირება ხდება, თუმცა ხელისუფლება ამ ფაქტსაც თავის სასარგებლოდ იყენებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლება სოფლებს არა მოსახლეობის რაოდენობით, არამედ პოლიტიკური სიმპათიით ამსხვილებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება სოფლებს, რომლებსაც არჩევნებზე ოპოზიცია იგებს, სხვა ოლქებთან აერთიანებს, რითაც ოპონენტებს მოგების შანსს ართმევს.
ბობოხიძე ოპოზიციას მოუწოდებს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს და მოითხვონ ისეთი ცვლილება, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს პარტიებს.