
დიმიტრი გვრიტიშვილი სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ, დემოკრატიულობას უწუნებს:
მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს - ამბობს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
გვრიტიშვილმა ეს განცხადება მოსამართლეთა საგანგებო შეკრების შემდეგ გააკეთა, სადაც ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, სასამართლო სისტემის კრიტიკას დისკრედიტაცია უწოდეს და ყველას ურჩიეს, ნუ ჩაერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.